0 7 : 3 7
 | 

საზოგადოება

ივანიშვილი ავადმყოფობის გამო დაკითხვაზე არ მიდის

 „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,   ბიძინა ივანიშვილი ჟენევის სასამართლოში დაკითხვაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიდის. საქართველოს ექსპრემიერმა ავადმყოფობის გამო შვეიცარიაში ხვალინდელ პროცესზე ჩასვლასთან დაკავშირებით უარი თქვა.

  პროცესის დეტალები ცგამოცემა „ლე ტემპსმა“ დაბეჭდა. სტატიიდან ირკვევა, რომ პროცესზე შვეიცარიული კომპანია ბიძინა ივანიშვილის დასწრებას კატეგორიულად მოითხოვდა, თუმცა, ადვოკატებმა თქვეს, რომ ივანიშვილი ავადაა და მათ, ხვალ, ამის დამადასტურებელი ცნობაც უნდა წარადგინონ.

დღევანდელ პროცესზე მოპასუხე მხარემ ივანიშვილის დაკავებაც მოითხოვა თუ დადასტურდება, რომ მან სასამართლო შეცდომაში შეიყვანა და პროცესზე გამოუცხადებლობა ჯანმრთელობის პრობლემებს არ უკავშირდება.

სასამართლომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა და მიიჩნია, რომ პატიმრობა მკაცრი სასჯელი იქნებოდა და ამ ტიპის დავებისთვის არ გამოიყენება.

სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს ჩვენება უნდა მიეცა, მისი და შვეიცარიული კომპანიის დავას განიხილავენ, ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ბანკის ფინანსურმა მენეჯერმა მისი კუთვნილი 150 მილიონი დოლარი განზრახ წამგებიან ბიზნესში ჩადო და მას ფული დააკარგვინა.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტის“ წარმომადგენლის, ნინო ბაქრაძის ინფორმაციით, ბანკირი პატრიკ ლესკადრონი ამტკიცებს, რომ ყველა ოპერაციას მის კლიენტთან, ბიძინა ივანიშვილთან, ათანხმებდა, ოპერაციების დროს ფული "გაზპრომის" მაღალჩინოსნებთან მიდიოდა.

შვეიცარიული პრესა წერს, რომ ივანიშვილის საქმეზე სასამართლოს სხდომა იმდენად მასშტაბური იქნება, რომ ექსპრემიერმა პროცესზე უამრავი ადვოკატი მიავლინა და ამის გამო, ჟენევის სასამართლოს ისტორიული დარბაზი დროებით გადააკეთეს კიდეც. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:41

    თბილისის საკრებულომ "ვარდების მოედანს" სახელი გადა...

    დღეს, 25 მაისის თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ვარდების რევოლუციის მოედანს" სახელი გადაარქვეს და "პირველი რესპუბლიკის" სახელი მიანიჭეს.სახელის გადარქმევას საკრებულოს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ...

  • 15:07

    ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი კონცერტის დაწყებ...

    26 მაისს, 16:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის (ლოკომოტივი) საკონფერენციო დარბაზში ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი და საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live   პრესკონფერენციას გ...

  • 14:44

    თიბისი ბანკი ბათუმსა და ქუთაისში გამოფენას - „100 ...

    26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი ბანკის ბათუმისა და ქუთაისის გალერეები გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებენ...

  • 11:59

    საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო...

    25 მაისი, 2018 -საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს მიღების თაობაზე. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო კასტოდიან ბანკად დ...

  • 10:16

    თიბისი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას...

    თიბისი სახელმწიფოსთან ერთად დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და მომდევნო დღეების განმავლობაში ღონისძიებებს გეგმავს. 25 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის თარიღი...

  • 00:15

    რა მოხდა ენგურჰესზე და რატომ ჩაბნელდა ქვეყნის ნაწი...

    ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამორთვამ ენერგოსისტემა...

  • 23:25

    25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძიდილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. კარგი დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან შესახვედრად. საინტერესო საუბრები და საინტერესო ადგილების მონახულება გელით. კუროცნობისმოყვარეობამ შეიძლება შიშებიც დაგაძლევ...