0 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ამ კაცმა გვესროლა იარაღი!" -სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

  მოქალაქე ნაილი ვახანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის მის და მისი ოჯახის წევრების მიმართ უცნობი მამაკაცის მიერ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობაზე საუბრობს. როგორც გოგონა ირწმუნება, მამაკაცმა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ  მისი ძმის მიმართულებით ისროლა.

ვიდეოსთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ადგენილია ვიდეოში ასახული პირები და ავტომანქანა, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ. 
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ვიდეოშია დაფიქსირებული.

შს სამინისტრო ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელმაც სავარაუდო გასროლა განახორციელა, სამართალდამცველია. არსებული ინფორმაციით, ის საჯარო სამსახურში დასაქმებული არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები