0 7 : 4 4
 | 

საზოგადოება

თიბისი ბანკი ბათუმსა და ქუთაისში გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებს

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად თიბისი ბანკის ბათუმისა და ქუთაისის გალერეები გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებენ.

ბანკის ორ საგამოფენო სივრცეში ჟურნალ „ინდიგოს“ მიერ შეგროვებული 1918-2018 წლების, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველი ფოტოები იქნება წარმოდგენილი.

ჟურნალმა „ინდიგო“ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 100 ფოტო შეაგროვა, ქართულ-ინგლისური აღწერილობები დაურთო და ერთ გამოცემაში - „100 წელი - 100 ფოტო“ გააერთიანა. პუბლიკაციაში დაბეჭდილია საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კერძო არქივებში მოპოვებული ფოტომასალა.

კატალოგში ასევე გამოყენებულია გურამ წიბახაშვილის, გოგა ჩანადირის, ლევან ხერხეულიძის, დარო სულაკაურის, დათო როსტომაშვილის, მარიკა ქოჩიაშვილის, ირაკლი გედენიძის, ბესო გულაშვილის, გიორგი გოგუას, ლევან ვერძეულის, თაკო რობაქიძის, ლაშა ცერცვაძისა და გლებ გარანიჩის ფოტოები. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები სწორედ აღნიშნული კატალოგიდან შეირჩა. ფოტოებით მოყოლილი ისტორიული ციკლი 1918 წლის 26 მაისით იწყება, როდესაც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და დროებითი მთავრობის პირველ თავმჯდომარედ ნოე რამიშვილი დასახელდა და საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებით სრულდება. 

გამოფენების პარალელურად, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად აღნიშნული ფილიალების შენობებზე საქართველოს დროშა გადმოიფინა. 

ექსპოზიციის დათვალიერება მსურველებს 26 მაისს, 15:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ.

მისამართი: ქუთაისი, აღმაშენებლის მოედანი 2/ ბათუმი, ზუბალაშვილის 37.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:20

    უბედური შემთხვევა ლაგოდეხში – ექსკურსიაზე მყოფი 16...

    უბედური შემთხვევა ლაგოდეხში – „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. 16 ...

  • 23:20

    27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი შეამცირეთ ხარჯი და კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც უსიამოვნებებს გიქმნით. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება. კურო საღამომდე აქტუალური იქნება დისციპლინა და სიმშვიდე. თუ ზუ...

  • 17:58

    წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნებ...

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლ...

  • 15:13

    ჯუნიორ ნბა-ს სიურპრიზი პირდაპირ ეთერში – ეკატერინე...

    29 აპრილიდან  5 მაისამდე იტალიის ქალაქ  ბოლონიაში Junior NBA-ს  მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი ჩატარდა, სადაც უკვე მეორედ, ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა.  ბოლო...

  • 12:03

    „სრულ გაუგებრობაში ვართ"- დავით გარეჯის მონასტრის ...

    დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი, საქართველოს ხელისუფლებას არაადეკვატურ ქმედებებსა და განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახელმწიფოს რეალურად ხელთ აქვს უამრავი ინსტრ...

  • 10:07

    “მე ავალ გარეჯში, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ი...

    ქორეპისკოპოსი იაკობი დავით გარეჯში  ჩიჩხიტურის მონასტრისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გზის მშენებლობის დაწყებას და ქართველი მესაზღვრეების მიერ სადავო ძეგლებთან მისასვლელი ბილიკების გადაკეტვას გამ...

  • 17:08

    თავდასხმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფზე - ედიშერ მუშკ...

    თავდასხმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფზე - წყალტუბოში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "...

×