0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"საყვედური და სასტიკი საყვედური" - ასე აგო პასუხი ოთხმა პოლიციელმა სარალიძე-კუპრავასთან მომხდარ ინციდენტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, შს სამინისტროს ხუთი მოსამსახურის მხრიდან გამოიკვეთა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, - ამის შესახებ გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს ზაზა სარალიძეს გადაეცა.

 როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოთხ მათგანს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - საყვედური, ხოლო ადგილზე მყოფ ხელმძღვანელ პირს- სასტიკი საყვედური.

„დღეს ჩვენ გენინსპექციაში ვიმყოფებოდით სასამართლოს სასადილოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმებით გამოვლინდა ხუთი პირის სამსახურებრივი დისციპლინური გადაცდომა. 

ზომად გამოყენებული იქნა, როგორც საყვედური, ასევე ხელმძღვანელი პირის მიმართ სასტიკი საყვედური, რაც თავის თავში დასჯის მიმართულებით კიდევ უფრო მეტს მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი ჯგუფის პასუხისმგებლობა გამოკვეთილიყო, - განაცხადა ზაზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ გენერალური ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად სასადილოში იყო ჩასული. მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს. კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ ის დაასრულებდა სადილობას და მალე ავიდოდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და სასამართლო დარბაზში აიყვანეს. მცირე შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები