0 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მაჩალიკაშვილს სუსმა გააგებინა მისი შვილის მკვლელი სპეცრაზმელის ვინაობა.მამა მოკლავს მკვლელს, რომელიც მთავარი დამნაშავე არ არის…”

ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"მაჩალიკაშვილს სუსმა გააგებინა მისი შვილის მკვლელი სპეცრაზმელის ვინაობა. გათვლა ძალიან მარტივია – მამა შურს იძიებს შვილზე, მოკლავს მკვლელს, რომელიც მთავარი დამნაშავე არ არის (ის შემსრულებელია – მივიდა იმ მისამართზე სადაც უთხრეს და ესროლა მაშინ როცა უთხრეს), შემდეგ შესაძლოა მამაც მოკლან ან უბრალოდ არ შეიმჩნიონ.
წარმოუდგენელი, ენით აუწერელი სისაძაგლე სისტემური დანაშაულის დაფარვის მიზნით.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სხვანაირად იქცევა – ის იბრძვის სიმართლის დასამტკიცებლად და ნამდვილი მკვლელების დასასჯელად.

ზაზა სარალიძეს ეუბნებიან რომ მისი შვილი სისტემას არ მოუკლავს, ის ქუჩური გარჩევების დროს მოკლეს და არ იმჩნევენ იმას რომ მკვლელს სისტემა აფარებს ხელს, რა მნიშვნელობა აქვს რა მიზეზით.
ზაზაც სწორ გზას ირჩევს – ისიც იბრძვის სიმართლის დასამტკიცებლად და მისი შვილის მკვლელების და მათი მფარველების დასასჯელად.

და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მერამდენე დღეა ამ ხროვის “სამთავრობო ცვლილებებზე” ვლაპარაკობთ და სერიოზულად ვმსჯელობთ კანდიდატურებზე….

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი კი წინ არიან…
ჩვენზე ბევრად წინ…"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები