2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თურქეთში მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. თურქული მედიის ცნობით, ინციდენტი ქუტაიჰას პროვინციაში, ქალაქ გედიზთან ახლოს მოხდა.

ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საქართველოს სანომრე ნიშნები ჰქონდა, გზიდან გადავარდა.

მაშველებმა შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მძღოლი იპოვეს. ის საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. მისი ცხედარი ქალაქ გედიზის პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები