1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე - ზაზა სარალიძე ეკა ბესელიაზე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დაიწყო. დღეს კომისიის წევრები მოკლული არასრულწლოვნების მშობლებს მოუსმენენ. პარლამენტში იმყოფება მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. ის შეხვედრაზე ადვოკატთან ერთად მივიდა. 

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ კომისიის ერთ-ერთ წევრს და დეპუტატ ეკა ბესელიას ის კვლავ უნდობლობას უცხადებს. თუმცა მისივე განცხადებით, კარგია რომ ბესელიასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა, რადგან პირადად ეტყვის, რატომ არის განაწყენებული მასზე. 

"ეკა ბესელიას, მე მას კვლავ უნდობდლობას ვუცხადებ, თუმცა კარგია, რომ პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა. როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე,"-აცხადებს სარალიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები