1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 12:00სთ–ზე დაიწყება

თბილისის ბაგა-ბაღებში დღეიდან ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. ამ ეტაპისთვის სულ 11 ათასი ადგილია გამოყოფილი.

ბავშვების დარეგისტრირების საშუალება მშობლებს ინტერნეტის საშუალებით 12:00 საათიდან ექნებათ. სპეციალური კატეგორიის ბავშვებმა რეგისტრაცია ბაღებში რამდენიმე დღის წინ გაიარეს. თბილისის მერმა მკაცრად გააფრთხილა ყველა შესაბამისი უწყება - თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის პროტექციონიზმისგან.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით ამჟამად ადგილების რაოდენობა თბილისში 3 000-ით გაზრდილია და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

"მინდა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს ვუთხრა, რომ არავინ გაბედოს არც მერიაში და არც სააგენტოში ვინმეს პროტექციონიზმი. ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ. არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა, რა თქმა უნდა , ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართლები. არ მივცემ უფლებას არავის, რომ ვინმე დაიჩაგროს“- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები