1 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

წერეთლის გამზირზე "მეგატექნიკის" მაღაზია გაქურდეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე, "მეგატექნიკის" მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს მოხდა. ჩამსხვრეულია მაღაზიის კარებები. სავარაუდოდ ქურდებმა მაღაზიაში შეღწევას სწორედ ამ მეთოდით შეძლეს. 

არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია მობილური ტელეფონები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები