1 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“სახლიდან რომ წავიდა, ფანჯრიდან დავინახე როგორი დარდიანი თვალები ჰქონდაო”

მინდელის შახტში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა,რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის ერთ–ერთი50 წლის მურმან ლილუაშვილი იყო.გარდაცვლილი მეშახტის ნათესავი, ამბობს, რომ ბიძამისს,რომელიც შახტაში 37 წლის განმავლობაში მუშაობდა, 3 შვილი დარჩა. მათ შორის ერთერთი,გუშინდელი აფეთქების დროს შახტაში იმყოფებოდა, თუმცა ამ უბედურ შემთხვევასგადაურჩა.
“ჩემი მამიდაშვილი გადარჩა წუხელ. მამა–შვილი ერთად მუშაობდნენმაღაროში. მამიდაშვილი სხვა მიმართულებით წავიდა, ის საწყალი კიდევ იმ მიმართულებით,სადაც წინაზე აფეთქება მოხდა“, – გვიყვება გარდაცვლილი მეშახტის ნათესავი,რომელიც აღნიშნავს, რომ ბიძამისი თავისი საქმის პროფესიონალი იყო და შახტაში მომხდარაფეთქებას, სავარაუდოდ, რომელიმე მეშახტის არასწორი ქმედება გამოიწვევდა.
“ბიძაჩემი თავისი საქმის პროფესიონალი იყო, ვიღაცამ რაღაცა ვიღაცამ არ გააკეთა ალბათ. 50წლის იყო, სამი შვილი დარჩა. მე მეუბნებოდა ბიძი, შენ მეოთხე ხარო გულში მიხუტებდა დასახლიდან რომ წავიდა, მამიდაჩემს უთხრა, კატო, იცოდე, სულ მეყვარებიო. მამიდაჩემმაფანჯრიდან დავინახე როგორი დარდიანი თვალები ჰქონდაო“, – უყვება “პრაიმტაიმს“გარდაცვლილის ნათესავი.
ბოლო 3 თვის განმავლობაში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია უკვემეორედ მოხდა.
მინდელის შახტის ერთ–ერთ გვირაბში აფეთქება გამთენიისას მოხდა, გარდაცვლილია 4 დადაშავებულია 6 ადამიანი. დაშავებულები მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში იმყოფებიან,რამდენიმე მათგანი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოჰყავთ.
დაშავებულები ტრაგედის მიზეზს ვერ ასახელებენ. პირველად ინფორმაციით, ამჯერადტრაგედია მეტანის აფეთქებამ გამოიწვია, რასაც შახტში ჭერის და კედელების ჩამოშლა მოჰყვა.
მინდელის სახელობის შახტში აპრილში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა.
primetime.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები