1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის საინტერესო საკითხების - ფინანსები, ნათესაური კავშირი, პირადი ცხოვრება - მოგვარებას. არ გაამხილოთ სხვათა საიდუმლოებები. 

კურო
კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. თუ ხვდებით, რომ საქმეს მარტო ვერ გაუმკლავდებით, ერთგული თანამოაზრეები შემოიკრიბეთ. 

ტყუპი
მომოწერის, მოლაპარაკებების დღეა. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას. მოერიდეთ ზედაპირულობას საქმეშიც და ურთიერთობაშიც. 

კირჩხიბი
შეხვედრების, ინფორმაციის მიღების, გამოცდილების გაცვლის დღეა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მარტივად იპოვით საჭირო სიტყვებს საკუთარი გრძნობების გამოსახატავად. 

ლომი
კონსულტაციის მიღების, მოკლე მანძილზე გადაადგილების დღეა. მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან ერთად. საღამოს ბუნებაში გაისეირნეთ. საკუთარი მოსაზრებები, გრძნობები დღიურს გაანდეთ. 

ქალწული
ინფორმაციის მიღების და გადამუშავების დღეა. გაგიტაცებთ საიდუმლოებები, კრიმინალური გამოძიებები. კარგი დღე ელით ჟურნალისტ და მთარგმნელ ნიშნებს. 

სასწორი
შეხვედრების, იდეების განხილვების დღეა. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. თუ ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა გარდაუვალია, დააკვირდით ხარისხს. 

მორიელი
საქმეებისა და ინტენსიური შეხვედრების, მიმოწერისა და გადაადგილების მიუხედავად ოცნებისთვისაც დაგრჩებათ დრო. შეიძლება დაგაინტერესოთ ფსიქოლოგიამ, უცხო ენამ. სოციოლოგიამ. 

მშვილდოსანი
დაიცავით პირადი საკუთრება, - ნივთები, ტერიტორია. კარგი დღეა რჩევის, კონსულტაციის მისაღებად. საიდუმლოებებს და მნიშვნელოვან ინფორმაციას ყველას ნუ გაუმხელთ. 

თხის რქა
საუკეთესო ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი ხართ. არ გაგიჭირდებათ ერთგული და გამოცდილი ადამიანების შემოკრება და ახალ პროექტებზე მუშაობა. შეიძლება შემოგირიგდეთ ადამიანი, რომელსაც წარსულში აზრთა სხვადასხვაობის გამო დაშორდით. 

მერწყული
თქვენი წარმატება თქვენს პროფესიონალიზმზე იქნება დამოკიდებული. იყავით დისციპლინირებული და რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. შეიძლება შეგეცვალოთ უფროსი ან თავად მიაგნოთ გურუს. 

თევზები
ახალ პროექტებზე სამუშაოდ ერთგული თანამოაზრეები შემოიკრიბეთ. კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და მიმოწერისთვის. ზოგიერთი სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტს. დეტალები საყვარელ ადამიანთან ერთად შეათანხმეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები