0 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

Ad Black Sea 2018-ის მონაწილეებს თიბისიმ კრეატიულ ინდუსტრიაში საავტორო უფლებები გააცნო

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის, Ad Black Sea 2018-ის ფარგლებში თიბისი ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა ეკა ეგუტიამ საავტორო უფლებების შესახებ სემინარი ჩაატარა. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სპიკერმა კრეატიულ ინდუსტრიაში საავტორო უფლებების მნიშვნელობა აუდიტორიას კონკრეტული მაგალითებით გააცნო და თანამედროვე ციფრულ სივრცეში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. აუდიტორიის ძირითად ნაწილს ქართველი და საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლები შეადგენდნენ.

საქართველო Ad Black Sea-ს საერთაშორისო ფესტივალს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. წელს დამსწრეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ისეთი სპიკერები, როგორებიც არიან: ჯონ პალანტი, ლუნა მაურერი, დენ უილიამსი, ჯესიკა უოლში. ეს უკანასკნელი არაერთი ჯილდოს მფლობელი და ბევრი ცნობილი ნამუშვრის ავტორია.

22 სექტემბერს Ad Black Sea-ს 15 კაციანი ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლეენს კატეგორიებში:

● Film,

● Film & Craft,

● Print & Publishing,

● Out of Home,

● Radio,

● Design & Branding,

● Digital & Mobile,

● Advertising Campaigns,

● Media, Branding Content & Visual Storytelling.

გამარჯვებულები ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან. სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან საუკეთესო სააგენტოს ტიტულის ნომინანტებიც. წელს ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის სარეკლამო სააგენტო იღებს. Ad Black Sea 2018-ის მთავარი პარტნიორია თიბისი. ფესტივალი ტარდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები