1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,ჩვენი მიზანი ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო"- ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს განცხადება

ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ჯგუფი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. 

"დღეს დილით, დაახლოებით ათ საათზე მეცხრე გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან (ქვიშხეთის სამშენებლო უბანი) "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე, უნებართვოდ შეიჭრა სამშენებლო მოედანზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და სპეციალური უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე შესვლა აკრძალულია.

"ჩვენი კომპანიის თანამშრომლების მიერ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა მაინც არ დატოვა ტერიტორია და პროვოკაციული გზით შეეცადა ჩვენი კომპანიის თანამშრომლებთან კონფლიქტში შესვლას.

"ვწუხვართ მომხდარის გამო, ჩვენი მიზანი დახურულ სამშენებლო მოედანზე  ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. მზად ვართ ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ პირებთან," - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები