1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩვენი თაობა დარჩა უნიკალური “აი ია”- ს გარეშე - „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნებას ითხოვს

„იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება“ განათლების სამინისტროს დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და წიგნის სკოლსი დაბრუნებას ითხოვს.

როგორც „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოებაში“ აცხადებენ, წინა განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით საგანგებო კომისია შეიქმნა, რომელსაც სკოლებისთვის„დედა ენის“ შედგენა დაევალა.თუმცა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განათლების სამინისტრომ ამის მიუხედავად არ შეასრულა დანაპირები და “დედა ენა“ შეეწირა გრიფირების სისტემას.

როგორც „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ წევრმა გოგი გოგოლაშვილმა აღნიშნა, გოგებაშვილის “დედაენა” არის კუალტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც კანონმდებლობა იცავს და მთავრობას ავალდებულებს, რომ შეინარჩუნოს მისის სიცოცხლის უნარიანობა.

„სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ წელს ჩატარებული გრიფირების შედეგების მიხედვით, იაკობ გოგებაშვილი და მისი „დედაენა“ სკოლის მიღმა აღმოჩნდა. 142 წლის განმავლობაში, რაც „დედაენა“ არსებობს, ესაა პირველი შემთხვევა, როცა “დედაენა” ასეთი წიგნი აღარ არსებობს. მართალია, ბოლო ათწლეულებში იყო გადაკეთებული, შეცვლილი, მაგრამ “დედაენა” მაინც იყო, გოგებაშვილის სახელი მაინც ტრიალებდა. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ წელს, გრიფირების შედეგები ძალიან მძიმე იყო. ეს გახმაურდა კიდეც. ფაქტი ისაა, რომ იაკობ გოგებაშვილის მეთოდით შედგენილი სახელმძღვანელო არის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძელი, რომელსაც კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენციები იცავს. სამწუხაროდ, ირღვევა კანონმდებლობა და კონვენციები. რაც მთავარია, ჩვენი სკოლა, ჩვენი თაობა დარჩა უნიკალური “აი ია”- ს გარეშე”, – განაცხადა გოგოლაშვილმა.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები