0 1 : 2 1
 | 

საზოგადოება

მედვედევის ფონდი თბილისში ფორუმს მართავს - აქტივისტები აქციებისთვის ემზადებიან

დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შექმნილი გორჩაკოვის ფონდი თბილისში ე.წ. ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმს გამართავს.ფორუმს დიდუბე პლაზა ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს და ის საპროტესტო აქციების ფონზე ჩაივლის.

დიდუბე პლაზასთან და სხვადასხვა ადგილებზე სამოქალაქო აქტივისტებმა აქციები და საპროტესტო გამოსვლები უკვე დაგეგმეს. 

„ენით აღუწერელი სითავხედეა, რომ თბილისში აპირებენ ამ ფორუმის გაკეთებას. ჩამოდის საკმაოდ დიდი დელეგაცია მტერი ქვეყნიდან აუცილებლად დავხდებით, ჯერ აეროპორტში, სასტუმროსთან დავხვდებით, ზუსტად ვიცით სად არიან. ყოველგვარი აგრესიისა და პროვოკაციის გარეშე და შევეცდებით, რომ მათ ეს ფორუმი არ ჩაატარონ“-ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები