0 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თეა წულუკიანი თავის შვილთან ერთად

ერაყის ციხიდან საქართველოს მოქალაქე სამი მცირეწლოვანი ბავშვი საქართველოში, ბებია-პაპის ოჯახში დაბრუნდა. ერაყიდან ჩამოსულ ბავშვებს იუსტიციის მინისტრი თავის შვილთან ერთად დახვდა აეროპორტში.

თეა წულუკიანის მიერ მაისში წამოწყებული მისია ერაყის ციხიდან საქართველოს მოქალაქე სამი ბავშვის საქართველოში დაბრუნების მიზნით  წარმატებით დასრულდა.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოს იუსტიციის მინიტრის მიერ ბაღდადის ციხეში ვიზიტისას წამოწყებული ჰუმანიტარული მისია საქართველოს სამი მოქალაქის - 6, 5 და 2 წლის ბავშვების საქართველოში დაბრუნების მიზნით, დიდი ძალისხმევის შედეგად, დღეს წარმატებით დასრულდა. „ჩვენ ვერ ვიქნებით სახელმწიფო, რომელიც თავის ბავშვებს უცხო ქვეყნის ციხეში მიატოვებს,“ - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა და ფასდაუდებელი უწოდა იმ ძალისხმევას, რომელიც ერაყის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გრიგოლ ტაბატაძის, საერთაშორისო ორგანიზაციების - “UNICEF”-ისა და “ICRC”-ის ერაყის ოფისების მიერ იქნა გაწეული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები