1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ჯაფარიძე შეიყვანეს ციხეში სუბელიანთან და დადგეს საუბარი, როგორ იყო შეგნებულად დადგმული ჩვენთვის გადმოცემული აუდიოფირი” – ნიკა გვარამია

“რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, დღეს ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც უკვე გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს, შეიყვანეს ციხეში სუბელიანთან და ჩააწერინეს საუბარი, თითქოს გუშინ “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერები დადგმულია.

„ინფორმაციაა ასეთი, რომ დღეს ვიქტორ ჯაფარიძე შეიყვანეს ციხეში მირზა სუბელიანთან და იქ დადგეს საუბარი, როგორ იყო შეგნებულად დადგმული და ნალაპარაკები ჩვენთვის გადმოცემული აუდიოფირი. როგორც ჩანს ბატონი ვიქტორ ჯაფარიძეც შეწირეს ამ ყველაფერს. არ ვიცი ახლა ეს საიდან მოგვეწერება “რუსთავი 2”-ს. სუბელიანს უკვე გვაწერენ და ეტყობა ვიქტორ ჯაფარიძეც უნდა მოგვაწერონ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ეს უკვე აღარ არის პოლიტიკის სფერო, არც სამართლის. ეს უკვე ფსიქიატრიის სფეროა. ნუ ფსიქიატრიასთან მედია უძლურია ნამდვილად,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები