1 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

3 რამ, რასაც აკეთებს ყველა ბედნიერი წყვილი

სიყვარული- ჩვენი მამოძრავებელი ცხოვრებაში. 

ეს არის ძალა,რომელიც გვაიძულებს გავაკეთოთ ყველაფერი საყვარელი ადამიანის გულისთვის. რა თქმა უნდა, როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდება, უნდა, რომ ეს გრძნობა არასდროს დამთავრდეს. ხოლო ამ სამი ნიშნიდან პირველი არის გრძნობისა და თანაგრძნობის გამოხატვა ერთმანეთის მიმართ. მაგ: ჩახუტება ,ხელის მოკიდება ,გაღიმება ,როცა პარტნიორი მოწყენილია. თქვენ უნდა იყოთ მის გვერდით და ამხნევებდეთ. თქვენ მუდმივად უნდა გრძნობდეთ მის ემოციებს ,რადგან ამის გარეშე ურთიერთობის შენარჩუნება ძნელია.              
                                          
 მეორე და უმთავრესი არის,იცოდეთ როგორ აკონტროლოთ ემოციები სტრესულ სიტუაციებში . ყველა ბედნიერი ადამიანი სწორედ ამას ფლობს.  რადგან თუ ვერ ვაკონტროლეთ თავი კონფლიქტურ სიტუაციაში საწყენი სიტყვებით შესაძლოა  ურთიერთობა დავანგრიოთ.                                                     

მესამე - მნიშვნელოვანია არ შევიმჩნიოთ პარტნიორის ნაკლოვანებები და ძირითადი ყურადღება მის უპირატესობებს მივაპყროთ . რადგან იდეალური არავინ არ არის . გიყვარდეთ და არ აიღოთ ფოკუსი არასდროს მის წარსულ შეცდომებზე. რადგან თქვენც არანაკლები შეცდომები გექნებათ დაშვებული. ბევრი წყვილი უშვებს შეცდომას,როცა აკრიტიკებენ ერთმანეთს და ავიწყდებათ რატომ შეუყვარდათ ერთმანეთი. ამ შემთხვევაში თქვენს მეორე ნახევარს საშუალებას არ აძლევთ გამოავლინოს საკუთარი კარგი თვისებები.      
ურთიერთობებში პარტნიორს უნდა მისცეთ თავისუფლება და საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება. ასევე ის უნდა ისწრაფვოდეს იყოს უკეთესი ვიდრე არის. უბრალოდ ერთმანეთს უნდა უჭერდეთ მხარს.                                                    

არავინ ამბობს ,რომ ურთიერთობა ადვილია, ის მოითხოვს თქვენს ძალისხმევას,მზრუნველობას და შრომას.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები