1 1 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მისი გარდაცვლილი შვილის სულის პატივსაცემად, კომენტარზე უარს ვამბობ" - ზაზა სარალიძე

მისი გარდაცვლილი შვილის სულის პატივსაცემად, კომენტარზე უარს ვამბობ - ასე პასუხობს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე,  ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის  დღევანდელ განცხადებას.

„ნამდვილად არავინ გვაპატიებდა იმას, რაც დღეს ხდება. ყველანაირ საზღვრებს გასცდა, განსაკუთრებით ზაზა სარალიძე, დემოკრატიაშიც აღარ ჯდება. ჩემთვის მიუღებელია. სახელმწიფო კანონის ფარგლებში არ მოქმედებს და სახელმწიფო თავის პოლიციელს ვერ იცავს. ტვინის შერყევით აგერ პოლიციელი საავადმყოფოში წევს. საუბედუროდ ბავშვი ქუჩურ გარჩევებში მოკვდა – ზაზა სარალიძეს შვილი ბავშვებმა მოუკლეს. ჩვენ პირდაპირ სახელმწიფომ დაგვიხვრიტა შვილები. ასე, რომ ჩვენსა და მათ შორის, ამ უბედურ საქმეებს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა. მივმართავ მაჩალიკაშვილს, როდესაც მისი თანამემამულეების შვილები ლაფანყურის სპეცოპერაცისას, სააკაშვილის ხელისუფლების დროს დახვრიტეს, როგორ დადგა იმ მკვლელების გვერდით?! სარალიძისგან განსხვავებით, მე მას დიდ პატივს ვცემ,“ – განაცხადა ია მეტრეველმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები