1 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"რომ არა უბნის ბიჭები, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო" - დეტალები, რომელზეც ადგილობრივები ახლა ალაპარაკდნენ

დიდ დიღომში  მომხდარი აფეთქების მახლობლად  მცხოვრები ლადო ვახტანგაშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ტრაგიკულ ღამეს იხსენებს :

“მოკლედ რა მოხდა,

რამდენიმე დღეა მეზობლები უჩივიან გაზის სუნს კორპუსში, გამოძახებული ყავდათ შესაბამისი სამსახური (როგორც მცხოვრებლები ამბობენ), მაგრამ დაზიანება ვერ აღმოაჩინეს. როგორც ჩანს ერთერთ ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრიბდა ჟონავდა ბუნებრი აირი. დაგროვების შედეგად ერთერთი მეზობლის ბინიდან მოხდა დაგროვრბული ბუნებრი აირის დეტონაცია, რამაც გამოიწვია აფეთქება. დარტყმის ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა დაკეტილ ბინაში დამონტაჟებული ე.წ. კარმა სამასი მეტრის მოშორებით გადააგდო, ჩაანგრია სართულებს შორის არსებული კედლები და მოწყვიტა ლიფტი. წნევამ ასევე მეექვსე სართულიდან გადმოაგდო ერთერთი მეზობელი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. აფეთქებამ ასევე გამოიწვია მოპირდაპირე მხარეს არსებულ კორპუსების დაზიანება.

ადგილზე მისული სამაშველო სამსახური იმაზე მეტად იყო დეზორიენტირებული ვიდრე კორპუსში მოყოლილი ადამიანები. რომ არა უბნის ბიჭები, რომლებმაც დანგრეული სადარბაზოს საშუალებით (იმ დროს როდესაც გაზი ისევ ჟონავდა) გამოიყვანეს შოკში მყოფი მცხოვრებლები, შეიძლება მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო. სამაშველო კიბის გახსნაც კი ვერ მოახერხეს აივნიდან რო მოეხდინათ მცხოვრებლების ევაკუაცია.

ამ დროს კიდე ჟურნალისტები ერთმანეთს წეწავდნენ არა ჩვენი ჯგუფი უნდა შევიდეს ლაივით გასაშუქებლად, არა ჩვენიო. მოკლედ სრული დომხალი იყო.

საღოლ ამ ბიჭებს რო არ შეეშინდათ და ასეთი საფრთხის პირიბებში გამოიყვანეს დაშავებულებიც და გარდაცვლილებიც,” – წერს ლადო ვახტანგაშვილი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები