1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საჯარო რეესტრმა შეყვარებულების აღმრიცხავი ცენტრი დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრმა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატის ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი ცენტრი, რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს, დაარეგისტრირა.  ცენტრის სახელწოდებაა "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი".

როგორც თავად დეპუტატი აცხადებს, ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და ახალი ოჯახების გასაძლიერებლად დახმარება დაიწყება. დეპუტატის განმარტებით, წყვილებმა ცენტრში წარსადგენი განცხადება უნდა დაწერონ.

"აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან. დახმარების ოდენობა იქნება დამოკიდებული იმაზე, რა თანხა შეგროვდება. ეს ინიციატივა აუცილებლად იქნება გაპიარებული, ყველას ეცოდინება მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის", - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები