0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლებოდა, დაორსულებულიყო…”

სოციალურ ქსელში იაშვილის კლინიკის ექიმი, ლევან ფერაძე მოზარდებზე წერს.

„მოიკითხეთ, რამდენი 15 წლის დედაა ქვეყანაში, 13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან, რა მოხდა. 15 წლის ბავშვს გავუკეთე საშვილოსნოს გარე ორსულობის ოპერაცია და არაფრით იჯერებდა, რომ შეიძლება დაორსულებულიყო. ბიჭებთან უარესადაა საქმე. პორნო საიტებიდან იღებენ ინფორმაციას და სექსუალური ქცევის ნიმუშად მიაჩნიათ. ასევე ექცევიან შემდგომში თავის პირველ პარტნიორს.

სანამ ვინმეს ჩაქოლავთ, შედით თქვენი 10-12 წლის შვილების კომპიუტერის ისტორიაში და ნახავთ რა საიტებზეა “ნასეირნები”. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა. საკითხის გამო ინტერესი ჩნდება, ყველაზე გვიან 7-8 წლის ასაკში. ისინი ინფორმაციას მაინც იღებენ (მით უმეტეს ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პირობებში), მაგრამ დამახინჯებული სახით, რაც შემდგომში სხვადასხვა გადახრასა ან კომპლექსებში შეიძლება აისახოს.

მოვეშვათ ფარისევლობას, მივცეთ საშუალება პროფესიონალ ადამიანებს სწორი და გამოზომილი ინფორნაცია მიაწოდონ ჩვენს შვილებს. მერწმუნეთ, ბევრი მომავალი ოჯახი გადაურჩება დანგრევას სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო“- წერს ექიმი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები