1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სარეკლამო SMS-ის გაგზავნა მოქალაქის თანხმობის გარეშე, შესაძლოა, აიკრძალოს

მოქალაქეებისთვის, მათი თანხმობის გარეშე, სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა, აიკრძალოს  - ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ოთარ ჩახუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით საკანონმდებლო წინადადების პარლამენტში წარდგენას აპარატი მიმდინარე წელს გეგმავს.

„ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხების დარეგულირება აუცილებელია. ვგეგმავთ, პარლამენტს წარვუდგინოთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, მხოლოდ მოქალაქეთა თანხმობით მოხდება SMS-ების დაგზავნა და მიღება,“ - აღნიშნა ჩახუნაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები