1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სართიჭალაში 1200 ლიტრი დიზელის საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

სართიჭალაში,  გომბორის საგუშაგოსთან  საწვავით დატვირთულ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ფორდ ტრანზიტის მარკის ავტომანქანა 1200 ლიტრი დიზელის საწვავით იყო დატვირთული. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ავტომანქანა აფეთქებას გადაურჩა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები