1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„საკუთარ თავს გაჩვენებს სარკეში - გაუმარჯოს ,,აიისას"

გირჩელი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:

„აიისა • aiisa -მ წინასაარჩევნოდ სიურპრიზი გაგვიკეთა და მხარდაჭერის ნიშნად ჯაფარა დაახატა გარეკანზე.
ჩვენ გაგვიხარდა.
მადლობებიც ვიხადეთ.
ვიცოდით კონტექსტი.
კონტექსტი განსაზღვრავს ყველაფერს.
ასე რომ საქმე პრეზერვატივის გარეკანში არაა, საქმე კონტექსტშია, თუ წესიერად იქცევი პრეზერვატივის შეფუთვაზე მოხვედრა შეიძლება მხარდაჭერა და სამადლობელი საქმე იყოს.

მაგრამ როცა იმ ადამიანს ხედავ პრეზერვატივის გარეკანზე, 
რომელიც ახალგაზრდების მონობას აკანონებს (საპატრიარქოს ლოცვა კურთხევით) და შესაბამისი კანონპროექტიც აქვს შეტანილი პარლამენტში, მაშინ ეს კრიტიკა გამოდის და თან ძალიან მძაფრი, რომლის მერეც წესით ნებისმიერი ადამიანი და მისი თანამზრახველი უნდა დაფიქრდეს, ხო არ აშავებს რამეს. 
კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, ხომ არ ცდება.
მართლა დაფიქრდეს.

ესაა გამოხატვის თავისუფლების მთავარი მიზანიც, უფლებას გვაძლევს უკიდურესად კრიტიკულად შევძახოთ ჩვენივე არჩეულ პოლიტიკოსებს.
ამიტომ არ შეიძლება ამ თავისუფლებაში ხვრელების გაჩენა, ისეთი ჩანაწერებით, როგორიცაა, შეურაცხყოფის აკრძალვა, ცილისწამება, რელიგიური გრძნობები და ა.შ.
ვერც ერთი მსგავსი კვაზი ღირებულება, ვერ შეედრება გამოხატვის თავისუფლებას.
დაცინვის უფლება მთავარი იარაღია ადამიანების ხელში სისტემის წინააღმდეგ და როცა ამის აკრძალვას მოინდომებენ (საპატრიარქო და მთავრობა არიან თანამზრახველები ამ საქმეში), საკუთარი სიბრიყვისგან უნდა დავიცვათ, მორალურმა არამიანებმა.
ასეთია ცილისწამებაც, მე უფლება მაქვს ჩემი აზრი ვთქვა ნებისმიერი ადამიანის საქმიანობასთან დაკავშირებით.

მაგალითად, ადამიანის უფლებაა თქვას, რომ ბ-ნი სესიაშვილი ან, ბ-ნი ხვიჩია არის კორუმპირებული და თუ ამას სათანადო დოკუმენტაციით ვერ დაამტკიცებს ამის გამო არ უნდა ისჯებოდეს, რადგან თუ ამას დავუშვებთ, მურუსიძის სასამართლო არც ერთ დოკუმენტს არ ჩათვლის სათანადოდ და კრიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში, როგორც ცილისმწამებელი.

სულიერი სიმშვიდე, რელიგიური გრძნობები, აღელვებისგან მიღებული სტრესი არ არის სამართლებრივი დაცვის ღირსი სიკეთეები, რადგან დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლოსთვის შეუძლებელია ამის გაზომვა, ხოლო ის რისი გაზომვაც შეუძლებელია, არ უნდა იყოს სასამართლოში მსჯელობის მთავარი საგანი.

მაგ. სასამართლო ვერ იმსჯელებს იმაზე თუ რამდენად უყვარს ცოლს ქმარი და პირიქით, ასევე ვერ იმსჯელებს იმაზე თუ რამდენად დაგერღვათ სულიერი სიმშვიდე როცა თქვენმა საყვარელმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი წააგო.
თუ სიმშვიდე და კომფორტი გინდათ (ზოგ პროფესიასთან საერთოდ შეუთავსებელია), ამას შესაბამისად ცხოვრება ჭირდება რომ ადამიანებს არ გაუჩნდეთ ასეთი სურვილი და თუ ვინმეს გაუჩნდა, ის გამოიყურებოდეს არაადეკვატურად და არა შენ.

ამ ყველაფერს იმიტომ ვხსნი, რომ ცოტა ხნის წინ (როცა ჩვენ დაგვიჭირეს იმ კვირას) "აიისა" , თამარ მეფის პორტრეტის გარეკანზე დატანისთვის გაასამართლეს, საზოგადოებრივი ზნეობის და მორალის დაცვის მოტივით.

თამარ მეფე რომ არ ადარდებდა მურუსიძეს ხო გესმით, უბრალოდ ასეთი რამის კეთების აკრძალვა უნდოდათ და უნდათ დღემდე.

ამის ასაკრძალად იქადაგა პატრიარქმა ამ საშობაოდ, ამის აკრძალვა უნდა კობახიძეს და მსგავსებს, ოღონდ პირდაპირ ვერ ამბობენ.
ხან თამარის დაცვას იმიზეზებენ, ხან ზნეობის და მორალის, ხანაც ღმერთს იცავენ ადამიანთა შეურაცხყოფისაგან, მაგრამ მიზეზი ერთია, საკუთარ თავზე ამის გამოცდა არ უნდათ, მძაფრი კრიტიკის ატანა უჭირთ.
ამიტომ არის დიდი ღირებულება "აიისა".
გამოხატვის თავისუფლების გაფართოებისთვის ყველაზე ეფექტურად იბრძვის, ვინც ზღუდავს იმას ახატავს გარეკანზე და უფრო დამაჯერებელია, ვიდრე მის წინააღმდეგ დაწერილი სასამართლოს გადაწყვეტილება.
არადა თითქოს არაფერ განსაკუთრებულს არ შვება, შენივე სურათებით გაკრიტიკებს, შენივე კონტექსტით და შენივე არასწორი არჩევანის გამო.
საკუთარ თავს გაჩვენებს სარკეში.

გაუმარჯოს "აიისას".“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები