1 7 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

”გავიშიფრე! სანამ ამ მასალას გამოაქვეყნებს “ნადეჟდა ტვ”, გადავწყვიტე ჩემით დამედო ჩემი მამხილებელი დოკუმენტი”- დავით ქაცარავა

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გავიშიფრე! სანამ ამ მასალას გამოაქვეყნებს “ნადეჟდა ტვ”, გადავწყვიტე ჩემით დამედო ჩემი მამხილებელი დოკუმენტი.

Revaaz Chantladze
16 მარტი, 19:10-ზე · 
1801 წელს, დავით ქაცარავა გრუზინსკის პროვოკაციულმა ქმედებებმა გამოიწვია ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია. . რის შემდეგ დავით ქაცარავა გრუზინსკი გადავიდა იმერეთში და უკვე როგორც ქაცარავა იმერეტინსკიმ განაგრძო პროვოკაციები, რამაც გამოიწვია იმერეთის და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ . . 

1918 წელს, დავით ქაცარავა ჩვენთვის უცნობი მიზეზით გაქრა საქართველოდან დაწყნარებულმა და დამშვიდებულმა, ერთმორწმუნე რუსეთმა დატოვა საქართველო და აღიარა მისი დამოუკიდებლობა, თუმცა ქაცარავა საიდანღაც ისევ აღმოცენდა და 1921 წელს კოჯორ ტაბახმელასთან მისი პროვოკაციების გამო რუსეთის არმია კვლავ შემოვიდა საქართველოში. . .

2008 წლის აგვისტოში უგონოდ მთვრალმა დავით ქაცარავამ, თავისი უხამსი სიმღერებით გააღვიძა მძინარე ცხინვალი, რამაც კვლავ გამოიწვია შიდა ქართლის და აფხაზეთის ოკუპაცია 
მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და თხოვნისა დავით ქაცარავა აგრძელებს პროვოკაციებს უკვე საოკუპაციო ხაზზე, თბილისიდან 40 კმ-ში 
ბრძენმა ქართველმა ხალხმა დროა ალაგმოს დავით ქაცარავას და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის პარპაში. .

დავდგეთ ერთად,
ძალა ერთობაშია"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები