1 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ასტანას ნურსულთანი დაერქვას" - კასიმ-ჟომარტ ტოკაევი

ყაზახეთის სენატის სპიკერ​ი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, რომელიც დღეიდან ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, გამოდის ინიციატივით, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას.

"საჭიროდ მიმაჩნია, უკვდავყოთ ჩვენი პირველი პრეზიდენტის სახელი. ჩვენი დედაქალაქი მის სახელს უნდა ატარებდეს და ნურსულთანი უნდა ერქვას", - განაცხადა ტოკაევმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. კანონმდებლობის მიხედვით, დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება სენატის სპიკერს გადაეცემა. ტოკაევი პრეზიდენტის ფუნქციებს 2020 წლამდე შეასრულებს. შემდეგ კი, კანონმდებლობის თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები