2 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ბიძინა ივანიშვილი მარსზეც რომ გაფრინდეს, ბოლომდე გავყვები" - სალომე გოგიაშვილი

ჟურნალისტი და ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ძველებურად ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია.

"ღიად ვამბობ ამ მთავრობაზეც, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ბევრმა არასწორად გააკეთა თავისი საქმე, ვიღაცები გამოუცდელობის გამო ცუდად წარუძღვნენ საქმეს, მაგრამ დღეს მე არ მეშინია ტელეფონზე ლაპარაკის, ჩემი აზრის გამოთქმის. არ მეშინია, რომ ვიღაც ღამით დამადგება თავზე და მთელ ჩემს ქონებას გადაიფორმებს.

ქართველი ადამიანის ყველაზე დიდი მინუსი უმადურობაა. ის დრო რომ დააბრუნო, ის ადამიანები, რომლებსაც დღეს პრეტენზიები აქვთ, გაბედავდნენ სტატუსების ასე თამამად წერას ან ხმის ამოღებას?

ახლანდელი აქტივობის გამო არც თანამდებობას ველოდები, არც სამსახურს, არც მაღალ ანაზღაურებას. ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მშვიდ, ბედნიერ, ლაღ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც არ შემეშინდება დიქტატორების.

ბიძინა ივანიშვილი მთელ საქართველოს ეხმარება, მაგრამ ბევრმა უცებ ყველაფერს გადაუსვა ხაზი. ამ ადამიანმა ხელი გამიმართა, დამეხმარა. ბიძინა პოლიტიკაში იქნება თუ მარსზე გაფრინდება, სადაც დავჭირდები, იქ ვიქნები და ბოლომდე გავყვები, გვერდით დავუდგები, როგორც შემეძლება" - განუცხადა "სარკეს" გოგიაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები