0 2 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის 10-მდე აღსაზრდელი მოიწამლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის 10-მდე აღსაზრდელი მოიწამლა. მოზარდები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. 

კონკრეტულად რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია. კვებით ინტოქსიკაციას გამორიცხავს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, თინიკო ხანჯალიაშვილი და აცხადებს, რომ ყველა პროდუქტი ბაღში ვარგისია.

ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც პროდუქტიდან და სასმელი წყლიდან სინჯებს გამოსაკვლევად წაიღებენ.

 სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები