0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მარტვილის მამათა მონასტერი დაიწვა

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ, სანთლი გახდა. ცეცხლი მონასტერთან მდებარე კელიას მოედო. მთლიანად დამწვარია მეორე სართული. სასულიერო პირების საცხოვრებელი ხისგან იყო დამზადებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 200 მ² ფართობი.

ხანძრის გაჩენის დროს კელიებში ბერები არ იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის მარტვილის მამათა მონასტრის კელიაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები