1 9 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 41 000 - მდე აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდაზე - 12 000 - მდე კანდიდატი; ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 600 - მდე სტუდენტი დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დასრულდა.

„გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო. წინა წლების მსგავსად მონაწილეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა რეგისტრაცია ბოლო დღეებში გაიარა.

მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 17 500 მსურველი დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 30% პროცენტზე მეტია.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება. 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ. 7 მაისის 18:00 საათამდე უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს შეეძლება ტესტის ტიპის შეცვლა საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდის მონაწილეებს გაითვალისწინონ ვადები და საგამოცდო პროცედურები, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.naec.ge. წინასაგამოცდო პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება საინფორმაციო შეხვედრები - ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები