0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"სპეცრაზმი შემოვიდა, დაგვარბიეს, მიგვაყენეს ავტომატებით კედლებზე, ბავშვებიანად... აქ არსებობის საშუალებასაც არ გვაძლევს ჩვენი მთავრობა" - ბარსელონაში მცხოვრები ქართველი

ჩამოტვირთვა

„ჩემი შვილების აყრა არ მინდოდა, მე მინდოდა გამეზარდა ჩემს სამშობლოში, ქართული ენა მესწავლებინა, მაგრამ არ მაცდის ჩვენი მთავრობა,“ - ეს განცხადება, ესპანეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ გააკეთა, რომელიც გუშინ სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა.

საქართველოს მოქალაქეები გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას იხსენებენ. ისინი ყოფილი სკოლის მიტოვებულ შენობაში ცხოვრობენ, სადაც გუშინ სამართალდამცველებმა 11 ქართველი დააკავეს. მათი თქმით, სკოლის მიტოვებულ შენობაში გუშინ ასობით სპეცრაზმელი შევიდა და ყველა იქ მყოფი კედელთან დააყენა.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც ესპანეთში თავშესაფარს ითხოვს, ამბობს, რომ მძიმე პირობების გამო დატოვა საქართველო. ის ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათი განცხადებების გამო ესპანეთში ქართველებს დევნიან.

„კურიერთან“ საუბარში მოქალაქეები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში თავშესაფრის მიცემაზე ესპანეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს უარს ეუბნება. ისინი ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს უკავშირებენ, რის შემდეგაც ესპანეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნას აღიარა.

„სპეცრაზმი შემოვიდა 200-მდე, დაგვარბიეს, მიგვაყენეს ავტომატებით კედლებზე, ბავშვებიანად. ბავშვები ძალიან შეშინდნენ, კანკალებდნენ... რატომ ხდება და მთავრობამ ჩამოვიდაო და თქვაო, რომ ქართველებს არაფერი არ სჭირს გამოსაქცევისაქართველოდან... ტანშიც მზარავს, რომ საქართველოში ჩვენ არ გვაქვს შექმნილი ისეთი პირობა, რომ ვიცხოვროთ იქ. ნამდვილად არ მქონდა სურვილი, ჩემი სამშობლო დამეტოვებინა, ორი პატარა ბავშვით ვარ. ძალიან გული მტკივა, ცრემლები მომდის, არაფრით არ მინდა, რომ ჩემი საქართველო მქონდეს დატოვებული, მიყვარს და მენატრება, მაგრამ არ გვაქვს იქ საშველი, არ გვაძლევენ იმის საშუალებას.

„არ გვაქვს იმის საშუალება, რომ აქაც ვიარსებოთ, აქაც არ გვაცლის ჩვენი მთავრობა. ძალიან გული მტკივა, რომ ასეთი მთავრობის ხელში ვცხოვრობთ, ჩემი შვილების აყრა არ მინდოდა, მე მინდოდა გამეზარდა ჩემს სამშობლოში, ქართული ენა მესწავლებინა, მაგრამ არ მაცდის ჩვენი მთავრობა,“ - ამბობს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე. 

სპეცოპერაცია ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა ბარსელონას სკოლის მიტოვებულ შენობაში გუშინ ჩაატარეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ქართველი ემიგრანტები მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ესპანეთმა მათ თავშესაფარზე უარი უთხრა და ქუჩაში დარჩნენ.

დაკავებულებს გამოძიება ბინის ქურდობას და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობას ედავება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები