0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"მატარებელი, რომელიც რეალურად გათვლილია 40 კილომეტრზე სასიარულოდ, მხოლოდ საქართველოში დადის 250 კილომეტიან ტრასაზე..სირცხვილით ვიწვი"

"ვუყურებ გაოცებულ ტურისტებს, რომლებსაც აშკარად საჯდომი სტკივათ უკვე იმ სკამზე ჯდომისგან, რაზეც რეალურად უბრალოთ დროებით უნდა ჩამოჯდეს კაცი" - ამის შესახებ  პროფკავშირების წევრი, ილია ლეჟავა სოციალურ ქსელში  წერს, მისი თქმით, მატარებელი, რომელიც რეალურად გათვლილია მაქსიმუმ 40 კილომეტრზე სასიარულოდ, მხოლოდ საქართველოში დადის 250 კილომეტიან ტრასაზე..

"და ისევ "შტადლერზე” 

ბავშობიდან მოყოლებული, რკინიგზა და ზოგადად მატარებელი ჩემი ოცნების სფერო იყო...

მას შემდეგ, რაც წლების წინ, პირველად მოვხვდი ელმავლის მემანქანის კაბინაში, მივხვდი, რომ მატარებლით მგზავრობაზე მეტად, მის მართვასა და გამართვაზე ვიყავი შეყვარებული... 

ვისწავლე, გავხდი ინჟინერი... 
ვიმუშავე ელმავლის ზეინკლად და ელმავლის მემანქანის თანაშემწედ...

დავაქროლებდი მატარებელს წლების განმავლობაში წინ და უკან მანამ, სანამ არ მივხვდი, რომ ეს პროფესია რკინიგზაში არსებული მძიმე შრომითი პირობების გამო, სიამოვნების მონიჭების ნაცვლად, სინამდვილეში ტანჯვად მექცა...

ხო და წავედი პროფკავშირში.... თუმცა ეს სხვა "სალექციო თემაა”... 

ამ წუთას, ბათუმიდან თბილისში ვბრუნდები და მოვყვები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოდელის, ორ სართულიან "შტადლერის” ფირმის მატარებელს, რომელიც გადატენილია უცხოელი ტურისტებით, და ნაცვლად იმისა, რომ მათ წინაშე ეხლა ამაყად ვგრძნობდე თავს, სირცხვილით ვიწვი და სად დავიმალო აღარ ვიცი... 

თავს იმით ვიმშვიდებ, ტურისტებმა ის მაინც რომ არ იციან, ქართველებმა ვის ჩავაბარეთ მგზავრთა გადაყვანის მენეჯმენტი საქართველოს რკინიგზაში... 

დავიწყოთ იმით, რომ შტადლერი "ფერარია” სარკინიგზო სფეროში, რომელიც ჩვენ მილიონერი მამიკოს შვილის მსგავსად, კატასტროფულ ფასად ვიყიდეთ და "სოფლის ტრასაზე” დავატარებთ...

მისი უსაფრთხოების სისტემა, სისწრაფე და შესაძლებლობები, შესაბამისად ფასიც, იმდენად მაღალია, რომ ბევრი ევროპული ქვეყნისთვის, ერთგვარ ფუფუნების საგნად არის ქცეული!

ზოგადად, მატარებელი მსოფლიო ბაზარზე, ავტომობილის მსგავსად, გასაყიდად ბაზრის დახლზე გამოფენილი არ არის. მისი აშენება შესაბამის ბრენდს უნდა დაუკვეთო, რა დროსაც მშენებელმა უნდა იხელმძღვანელოს დამკვეთი ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და სალიანდაგო სფეციფიკით...

მატარებელი, რომელშიც ეხლა მე ვდგავარ (!) თავის დროზე რუსეთის რკინიგზამ დაუკვეთა შვეიცარულ ბრენდს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სანახავად ჩამოსული ტურისტების დიდი ნაკადის მომსახურეობისთვის - დომოდედოვას აეროპორტიდან მოსკოვის ცენტრამდე (მაქსიმუმ 40 კილომეტრი).

აღნიშნული შეკვეთა, შტადლერმა როგორც ვხედავთ მშვენივრად შეასრულა! მატარებელი მართლაც, იდეალურად კომფორტულია მაქსიმუმ 20-25 წუთის სავალ გზაზე 

ამ ფუფუნების ფონზე, პუტინს როგორც სჩანს მადა გაეხსნა, შეიჭრა უკრაინაში და მოახდინა ყირიმის ოკუპაცია... ამაზე ცივილიზებული სამყარო შეშფოთდა, რუსეთს ფინანსური სანქციები დაუწესა და ასე მოხვდა ეს მშვენიერი ქმნილება გასაყიდ დახლზე, ვერასდროს გაყიდვის პერსპექტივით 

თუმცა მეზობელი ამ დროს რისი მეზობელია...?! თან როცა დახლზე შემოდებული ნივთის გამყიდველი, შენსავე ქვეყნის საბანკო სისტემას აკონტროლებ?! 

მოკლედ რუსულმა ბანკმა აზერბაიჯანს და საქართველოს ფული საშუალოპროცენტში ასესხა, ჯამში დახლზე გამოტანილი რვა ჩამოფასებული მატარებლის "იაფად” შესაძენად (თვითღირებულებას საბანკო პროცენტით ისედაც ამოვიღებთო იფიქრეს).

ნუ კარგი, ვერ გავიაზრეთ რა დაგვიჯდებოდა მისი შენახვა, მოვლა-პატრონობა და ვიყიდეთ... 
ბოლო-ბოლო მარტო ჩვენ ხომ არ ვიყიდეთ?! 

იყიდა აზერბაიჯანმაც, რომელმაც ჭკუა იხმარა და სწორედ ფასის შესაბამისი კომფორტისა და სერვისის მაქსიმალურად მისაღებად, დააყენა იმ მარშუტზე, რომლის მობრუნების მანძილიც სრულად შეესაბამება ამ ორსართულიანი მატარებლის ტექ-პასპორტის პარამეტრებს (40 კილომეტრი).

რა ვქენით ჩვენ?
ჩვენ რაა... 
რა ქნა საქართველოს რკინიგზის ბოსებმა კოკა გუნცაძე-დაჩი ცაგურიას ხელმძღვანელობით, რომლებიც რეალირად რომის პაპზე მეტად კათოლიკეები არიან და უბრალოდ ჩვენ არ ვაფასებთ ამას?!

რა ვქენით და ვგლიჯეთ ეს ფერარი 250 კილომეტიან ტრასაზე და ეხლა ოპერატორი სასიამოვნო ხმით ურეკში მეუბნება - შემდეგი გაჩერება თბილისიო 

ვუყურებ გაოცებულ ტურისტებს, რომლებსაც აშკარად საჯდომი სტკივათ უკვე იმ სკამზე ჯდომისგან, რაზეც რეალურად უბრალოთ დროებით უნდა ჩამოჯდეს კაცი და ფიზიკურად შეუძლებელია მასზე 5 საათით მოთავსება... ვუყურებ და ვგრძნობ როგორ უკვირთ, რატომ მიღოღავს 15 კილომეტრ საათით ეს "ფერარი” გვირაბში, რომელშიც დაჩი ცაგურიამ ერს სიამაყით ამცნო თავის დროზე რომ მატარებელი გაეტია... 

ან ეს ბარგი სად წავიღოვო? ფიქრობენ ალბათ... 

მგონი ვიცი სადაც.... "- წერს პროფკავშირების წევრი, ილია ლეჟავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები