1 9 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,წაქცეულს ბოტასით შედგა და წიხლები ურტყა” – გამოძიება შორენა ბეგაშვილს გამოკითხავს

საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მიერ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ფაქტს ეხე­ბა, გა­მო­ძი­ე­ბა ტე­ლე­წამ­ყვან შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­საც გა­მო­კი­თხავს. ამის შე­სა­ხებ ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკის ად­ვო­კატ­მა ელი­სო რუ­ხა­ძემ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ბე­გაშ­ვი­ლის გარ­და, კი­დევ სხვა ქალ­საც გა­მო­კი­თხავს, რო­მე­ლიც, ად­ვო­კა­ტის თქმით, ასე­ვე და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის მიერ მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც ელი­სო რუ­ხა­ძემ „კვი­რის პა­ლიტ­რას“ გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ქმრის მიერ ცე­მის შე­დე­გად, 30-ზე მეტი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

-და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი ითხოვ­და გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის აღი­ა­რე­ბას. ძა­ლა­დო­ბა იყო ხერ­ხი, მი­ზა­ნი კი ის, რომ ანას კონ­კრე­ტულ დო­კუ­მენტზე მო­ე­წე­რა ხელი. ძა­ლა­დო­ბა ხში­რი იყო, პირ­ვე­ლად 2009 წელს, როცა თვენა­ხევ­რის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ.

ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლიც ამ­ბობს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მცემ­დაო, ეს ყვე­ლამ მო­ის­მი­ნა ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან. გა­მო­ძი­ე­ბა გა­მოჰ­კი­თხავს ბე­გაშ­ვილ­საც და კი­დევ სხვა ქალს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი მა­საც სცემ­და. შე­საძ­ლოა და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნი არა მხო­ლოდ ანამ, სხვებ­მაც ამ­ხი­ლონ ძა­ლა­დო­ბა­ში.

ანა ბაგ­რა­ტი­ონს სხე­ულ­ზე 30-ზე მეტი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, უმო­წყა­ლოდ იყო ნა­ცე­მი. ჯერ მუშ­ტე­ბით სცე­მა და წაქ­ცე­ულს ბო­ტა­სით შედ­გა და წიხ­ლე­ბი ურტყა. ძა­ლი­ან კარ­გად იცის ბა­ტონ­მა და­ვით­მა ეს და წას­ვლით თა­ვის დაძ­ვრე­ნა სცა­და, – გა­ნა­ცხა­და ელი­სო რუ­ხა­ძემ.

კვირის პალიტრა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები