0 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“პანორამა თბილისის” მშენებლობიდან 3 მუშა გადმოვარდა – რა მოხდა შემთხვევის ადგილზე

პანორამა თბილისის მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს, დაახლოებით, 30 წლის ახალგაზრდას ფეხი აქვს მოტეხილი.

რუსთაველის გამზირზე, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი მშენებლობიდან გადმოვარდნილი სამი მუშა  საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ხოლო ორი კი – ამტელში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ვიდეოკადრებში, რომელიც სოცქსელის მომხმარებელმა გაავრცელა, ჩანს, რომ მუშებს არ ჰქონდათ სპეციალური აღჭურვილობა.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები