1 4 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბუნებრივი აირის გაჟონვა გლდანში - საცხოვრებელი კორპუსი ამჯერად აფეთქებას გადაურჩა

ბუნებრივი აირის გაჟონვა გლდანში - საცხოვრებელი კორპუსი ამჯერად აფეთქებას გადაურჩა.

ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინადრებმა დღეს დილით სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნეს და "ყაზტრანსგაზს" შეატყობინეს. 

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ ბინაში ონკანი ღია იყო და დიდი ოდენობით ბუნებრივი აირი გროვდებოდა. 

ადგილობრივების თქმით, მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა. 

ადგილზე "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები იმყოფებიან. კორპუსს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე წუთის წინ აღუდგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება არ დაუწყია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები