უსაფრთხოების მიზნით აბონენტების განმეორებითი შემოწმეება დაიწყო
2019-05-12 21:19:19
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც ერთხელ უკვე ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები.
აღმოჩნდა რომ მათ დიდ ნაწილს, ქსელიდან გათიშვის შემდეგ, კვლავ თვითნებურად ქონდათ მიერთებული გაზის ღია კამერიანი აკრძალული დანადგარები , რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს, ისე მეზობლებს. ასევე არ ითვალისწინებენ კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციებს და კვლავ კუსტარულად აერთებენ ღია კამერიან წყლის დანადგარებს, რომლის საცხოვრებელ ფართში მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია. ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი და გაზის გამათბობელი იწვევს CO-ს (ცეო) გამოყოფას და უნებლიე სიკვდილს.
ყოველი თვის ბოლოს კომპანია ყაზტრანსგაზ თბილისი თვის სტატისტიკას ავრცელებს დედაქალაქის უბნების მიხედვით. მაგალითად ბოლო, აპრილის თვის სტატისტიკით ყველაზე მეტი, უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტი სამგორის, ჩუღურეთის და სანზონის რაიონებში დაფიქსირდა. მხოლოდ აპრილში კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 7281 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში, ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია "საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) ...
კომენტარები