1 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვინ არის შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგო

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ – მ.შ. თავისი შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ დააკავა. 

გამოძიების მასალების მიხედვით, რომელშიც არასრულწლოვანი დედის ჩვენება დევს, დაკავებული დანაშაულს აღიარებს და მოტივად ბავშვის მამაზე შურისძიება სახელდება.

„კურიერის“ ინფორმაციით, ინციდენტი ღამით მოხდა, როდესაც ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა. არასრულწლოვანმა ჩვილის გაგუდვის შემდეგ სახლი და სოფელი დატოვა. ის თბილისში დააკავეს.

მომხდარზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

“გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები