0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თავდასხმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფზე - ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თავდასხმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფზე - წყალტუბოში "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც "კურიერის" ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. 

გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ამ დროისთვის ქუთაისის "ევექსის" კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის კაკლის დაჟეჟილობა აღენიშნება. ექიმების თქმით, მიმდინარეობს მდგომარეობის შეფასება/დაკვირვება დინამიკაში. სწორედ დაკვირვების შედეგად იქნება მიღებული გადაწყვეტილება მის თბილისში ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. 

"კურიერის" ოპერატორმა თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალის გადაღება შეძლო. კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროში მტკიცებულების სახით არის წარდგენილი.

როგროც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენილია ერთი პირი, რომელიც გადაყვანილია პოლიციაში. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის პრიმა და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები