0 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო

მორიგი შეფერხება და ევაკუაცია მეტროში - რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურ ახმეტელი- ვარკეთილის ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერდა. როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა იგრძნობოდა დამწვრის სუნი და გამოცხადდა ევაკუაცია. 

სატრანსპორტო კომპანიაში კი განმარტავენ, რომ ტექნიკური შეფერხების გამო, ჯგუფი, რომელსაც პრობლემა ჰქონდა, ხაზიდან მოიხსნა და დაემატა სარეზერვო შემადგენლობა. მათი თქმით, სწორედ ერთი შემადგენლობიდან, მეორეზე გადასვლას მოჰყვა მგზავრებისა და მოძრაობის შეფერხება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური შეფერხების გარეშე მუშაობს.  

შეგახსენებთ, რომ მეტროში იგივე ვითარება გუშინ დილითაც იყო. ტექნიკური ხარვეზისა და შემადგენლობების ცვლილების გამო, გარკვეული პერიოდით მოძრაობა შეჩერდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები