ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
|
ბათუმში, 7 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ფოტოპროექტის „ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად“ პრეზენტაცია გაიმართება.
ფოტოპროექტი კამპანიის „ერთად ერთმანეთისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დაავადების სიმპტომების ინფორმირებულობას. ფოტოპროექტის ავტორია ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი, რომელმაც პაციენტების შეგრძნებები ფოტოებზე გადმოსცა.
მნიშვნელოვანია, რომ 2 დღის წინ, ფოტოპრექტს თბილისი მასპინძლობდა. პრეზენტაციას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტთა კავშირის წევრები და წამყვანი ნევროლოგები, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოებას ადექვატური მკურნალობის ხელმისაწვდომის შესაძლებლობებს გააცნობენ. მნიშვნელოვანია, რომ აჭარის რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს ადგილობირვმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა და მათვის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროს, ბათუმი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, მსოფლიო გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კამპანიას საქართველო შარშან შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარების შეზღუდვის პროგრესირების შემცირების მიზნით. ერთი წლის თავზე, პაციენტები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან.
ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში
მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
აპრილი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები