0 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

3 545 აბონენტს კუსტარული გაზის დანადგარები განმეორებით ჩაუჭრეს

გაზგამანაწილებელმა კომპანიამ იმ მომხმარებლების გადამოწმება დაიწყო, რომლებსაც ბოლო სამ თვეში დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო გაზის მიწოდება განმეორებით შეუწყდათ.

3 545 აბონენტიდან 2 256 აბონენტმა მესამედ, თვითნებურად, კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები ღია კამერიანი წყალგანაცხელებლები, ე.წ. კალონკები და გაზის გამათბობლები, რითაც საფრთხე შეუქმნეს, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს ისე კორპუსში მცხოვრებ სხვა ადამიანებს.


გაზგამანაწილებელი კომპანიის ახალი პროგრამული მექანიზმი კომპანიის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ავტომატურად მიიღონ ინფორმაცია, როდესაც აბონენტი თვითნებურად აერთებს ქსელიდან ჩაჭრილ დანადგარებს.

https://youtu.be/1543s-IX9cA

კომენტარები

მსგავსი სიახლეები