1 9 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ქვეყნისთვის – ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

„მინდა, მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ ბოდბელი ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა, მოსაყდრე შიო კი პანაღიით დააჯილდოვა.

ამასთან, ილია მეორემ სიგელები გადასცა იმ პირებს, ვინც წვლილი შეიტანა ტაძრის მშენებლობაში.

„მინდა, დღეს აღვნიშნო დამსახურება ზოგიერთი საერო და სასულიერო პირების. მადლობას შევსწირავთ უფალს, რომ მოგვცა საშუალება ყოფილიყვნენ თავდადებული მღვდელმთავრები. მოსაყდრე კათოლიკოს-პატრიარქისა მეუფე შიო, რომელიც თავდადებით მოღვაწეობს, მადლობას ვწირავ მას მისი დიდი მოღვაწეობისთვის და ნიშნად ჩვენი მადლობისა ვჩუქნი მას ბრწყინვალე პანაღიას.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, რომელიც მოღვაწეობს აქ, არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საქმეს აკეთებს თვითნებურად, მაგრამ აკეთებს ეკლესიის საკეთილდღეოდ. ეპისკოპოსი იაკობი აღყვანილიამთავარეპისკოპოსის ხარისხში. მადლობელი ვართ ჩვენი მორწმუნე ხალხისა, რომ დიდი ღვაწლი გასწია ამ ტაძრის და სხვა ტაძრების მშენებლობაში“,- განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები