1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

წვიმა ელჭექით და სეტყვა- როგორი ამინდი იქნება 10-13 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10-11ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა. 

სინოპტიკოსების ცნობით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +32, +37, სანაპირო რაიონებში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

12-13 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები