სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
|
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობით, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: 1986 წელს დაბადებული რ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ხ., 1988 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1992 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1960 წელს დაბადებული დ.ს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოტყუებით ქონებრივი დაზიანება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ასევე, ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოქმედებდა და კომპანია "მეტრო სერვის +"-ს აყენებდა ქონებრივ ზიანს.
აღსანიშნავია, რომ "მეტრო სერვის +" მოქალაქეებს სთავაზობს სამგზავრო-სატრანსპორტო მომსახურებით სარგებლობისთვის განკუთვნილ "მეტრომანის" ბარათებს და ახდენს მათ მიერ გადახდილი თანხების შესაბამისი სატრანსპორტო კომპანიებისთვის გადარიცხვას.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაკავებულები აღნიშნული კომპანიის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ აღწევდნენ და "მეტრომანის" ბარათებზე თანხებს ვირტუალურად ასახავდნენ. შემდგომ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბარათს დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ სხვადასხვა პირს - ძირითადად ტურისტებს, რომლითაც ისინი მგზავრობის ღირებულებას იხდიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრებს დანაშაულებრივი ფუნქციები გადანაწილებული ჰქონდათ. კერძოდ, ჯგუფის ორგანიზატორები - დ.ს. და რ.ა. დანაშაულის მთელ პროცესს ხელმძღვანელობდნენ და ჯგუფის წევრებს შორის თანხებს ანაწილებდნენ; გ.მ., გ.ხ. და ნ.ჩ. რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე კლიენტებს იზიდავდნენ და მათგან თანხებს იღებდნენ; ი.მ. კი, რ.ა.-სთან ერთად, მობილურ ტელეფონში ჩაწერილი შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ბარათებზე თანხის ვირტუალურად ასახვას ახდენდა.
აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყოველდღიურად, მხოლოდ ერთი ბარათის გამოყენებით, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე უკანონო შემოსავალს იღებდნენ. საერთო ჯამში, ბარათებზე ხელოვნურად ასახული თანხების ოდენობამ, 2019 წლის დასაწყისიდან დაკავების მომენტამდე, 136 ათასი ლარი შეადგინა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით „მეტრომანის“ ბარათები, რომლებზეც უკანონოდ იყო ასახული თანხა. ასევე, ამოღებულია კომპიუტერული მოწყობილობა, რითაც ბარათებზე თანხის ასახვა ვირტუალურად ხდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, 284-მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია "საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) ...
გამარჯობა ჯგუფის წევრებო😇პირველად მიწევს ამ ჯგუფში დაპოსტვა და არ მეგონა თუ ოდესმე მომიწევდა😁დღეს დილით ასეთ მდგომარეობაში დამხვდა ჩემი მანქანა 🤦♀️4ივე საბურავი დისკებით მომპარეს.თუ ამ პოსტს კითხ...
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბიზნესიც იღვიძებს, განსაკუთრებით კი, ეს ისეთ ბიზნეს იდეას ეხება, რომელიც ვენახების კვალდაკვალ დაიბადა და განვითარდა, ისე როგორც ეს სოფელ ვარციხეში მოხდა. &bdq...
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს, 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყო. პროცესი 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდ...
დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა "გათვიცნობიერებული მაქვს რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება, თუმცა ჩემი სურვილია, რომ უახლოეს პერიოდში შევძლო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო...
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მაღაზია AVTANDIL-მა კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაათავისუფლა. კომპანიაში უარყოფენ, რომ ის უშუალოდ ჩაცმულობის გამო გაუშვეს, თუმცა ადა...
საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ,&...
თბილისის მე-8 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით მშობიარობა შევიდა. ახალგაზრდა ქალს მუცელი ასტკივდა და ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილზე მისულმა 0828 ბრიგადის ექიმმა პაციენტის გასინჯვის...
საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა. უწყების განცხადება: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მ...
კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლება დასრულდა. ხატიაშვილების ხუთსულიანი ოჯახი აღსრულების პოლიციამ ბინიდან გამოასახლა. იქამდე კი ადგილზე მოვლენები დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე ვითარდებოდა. ადგი...
მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სპეციალისტების დასკვნით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევ...
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტი...
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველ...
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა დაამტკიცა. გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება დღეს მოხდა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლა...
გაუძლო 💪 ამოღებულია თავის ტვინიდან ჰემატომა, თავის ქალის ძვლები დალეწილი იყო. თავის ტვინი დეკომპრესირებულია. ახლა მთავარია ორგანიზმმა პოსტოპერაციულ მკურნალობას გაუძლოს. მიყვარხართ...
კომენტარები