1 4 : 4 6
 | 

საზოგადოება

ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ ასფიქსიაა. 

შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა ბავშვის დედაც. ახლობლების ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც შესაძლოა, მისი გარდაცვალების მიზეზი გამხდარიყო.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრები და მეზობლები გამოკითხეს. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზაც.

რა გახდა ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები