1 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

აფეთქება ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში - დაშავებულია 7 ადამიანი

აფეთქება ქუთაისში - დაშავებულია 7 ადამიანი. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა გამთენიისას ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა.

აფეთქებას წინ უძღოდა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, მოგვიანებით კი აფეთქების ხმა გაისმა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი სახლში არსებული საწვავი იყო. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი ბინა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 10 ჯგუფი. მოსახლეობა ევაკუირებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები