0 4 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ვადარებ ქართულ მრევლს სხვა ქვეყნების მრევლის ქცევას… ძირითადად, ქვის ხანის საზოგადოებას ვგევართ” – მამა ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ამერიკაში მოღვაწე მამა იოსების სავსებით სამართლიანი და ზუსტი შეფასება: “გუშინდელი მსახურება წმიდა მოციქულთა ეკლესიაში. ქართულის გარდა, ყველა სხვა ეკლესიაში ღვთისმსახურებას სერიოზულად ეკიდებიან. ვერ გაიგონებთ ერთ ზედმეტ ჩქამს. სულ თოთო ბავშვებიც კი გასუსულები თამაშობენ, იმიტომ რომ ასე აჩვევენ მშობლები. მოზრდილი ადამიანი ტრაპეზამდე ხმას არ ამოიღებს… ზედმეტია ლაპარაკი დაგვიანებაზე, ტელეფონებზე, სიარულზე, ყველაზე მთავარი კი, ადამიანები ღვთისმსახურების დროს განიცდიან სიხარულს… როგორი დაზიანებულია ქართული DNA რომ ნებისმიერი სხვა ეკლესიის გვშურს და ვნატრობთ, ნეტავ ოდესმე… ქართველებიც ასე ღვთისმსახურებდნენ! რა გვჭირს?”

p.s. ამაზე მეც ხშირად ვფიქრობ, ვადარებ რა ქართულ მრევლს სხვა ქვეყნების მრევლის ქცევას, გული მწუხარებით მევსება: ძირითადად, ქვის ხანის საზოგადოებას ვგევართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები