0 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თვალზე აფარებული ხელის გამო, რუსეთში მოთამაშე ქართველ მორაგბეებს კონტრაქტი გაუწყვიტეს

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მოთამაშე ორმა ქართველმა მორაგბემ, საბა ილურიძემ და რეზი ბროძელმა მეტოქის ნახევარზე დადებული ლელო ცალ თვალზე ხელის აფარებით იზეიმეს. ამით ქართველმა მორაგბეებმა 20 ივნისს, აქციაზე დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ორივე მორაგბე, რომლებიც „სლავაში“ ასპარეზობდნენ, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდიდან მოკვეთა

ერთ-ერთი მორაგბის, რეზი ბროძელის კომენტარს adjarasport.com ავრცელებს:

„მათ არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. ამბობენ, რომ პოლიტიკა სპორტთან არაფერ შუაშია, თუმცა როგორც ხედავთ, სინამდვილეში, ასე არ ფიქრობენ. მე ჩემს ერს და ხალხს გამოვუცხადე სოლიდარობა. ასე მოვიქცეოდი პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან, თუ ამის შანსი მომეცემოდა... რუსეთის რაგბის ფედერაციაში ეს ჟესტი ძალიან მძაფრად მიიღეს და 2 წლის ბავშვებივით გაიბუტნენ“, - აცხადებს რეზი ბროძელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები