0 1 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ყაზბეგში, სოფელ გერგეტთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვნეს

ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეტთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა  ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაო პირველ ივლისს, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ხევში გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ისრაელის მედიის ცნობით, დაღუპული ყოფილი სამხედროა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა. მის ცხედარს ისრაელში ხვალ გადაასვენებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები